08:09 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 15:13:48, 657 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო

თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის - მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერთან ლაშა აბაშიძესთან, მერის მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან, ტრანსპორტის სამსახურის და სატრანსპორტო კომპანიის უფროსებთან ერთად  ჩადო.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოემსახურება ახალ ავტობუსებს, იქნება 370 ავტობუსზე გათვალისწინებული ავტობაზა. ახალი ავტობუსები სექტემბრის ბოლოდან ეტაპობრივად შემოვა ქალაქში და განთავსდებიან აქ. ავტობუსების შემოყვანა  მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება და შესაბამისად, გაზაფხულზე დასრულდება ამ ავტობაზის მშენებლობა. აქ მოხდება მათი საწვავით უზრუნველყოფა, ტექნიკური მომსახურება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით  ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი ობიექტების მშენებლობა: ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები. ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს.

ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი,რაც  ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გეგმიურ შეკეთებას.

კომპლექსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „დაგი“ ახორციელებს. მშენებლობა მომავალი წლის მარტში დასრულდება და სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს კომპანია „მანის“ ახალ ავტობუსებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics