|
2016-07-29 12:22:18, 898 ნახვა
პოლიტიკა
NDI - გამოკითხულთა 35%-ის არჩევანზე გავლენას მრევლისა და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები მოახდენს
NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ მათ არჩევანზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა შესაძლოა, პოლიტიკური პარტიების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ ნდობამ მოახდინოს. კერძოდ, კითხვაზე, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ შემდეგმა ფაქტორებმა, გამოკითხულთა 78% აცხადებს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა შესაძლოა, პოლიტიკური პარტიების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ ნდობამ მოახდინოს, 73% - პარტიის წარსულმა საქმიანობამ; 70% - საარჩევნო პროგრამამ და დაპირებებმა; 46% - პარტიის მიერ გამარჯვების მაღალმა შანსმა; 45% - ახლობლების პოლიტიკურმა შეხედულებებმა; 35% - მრევლისა და მღვდლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა; 25% - პოპულარული ადამიანების პოლიტიკურმა შეხედულებებმა, 21%-სთვის, მათ არჩევანზე გავლენას მათი დამსაქმებლების და თანამშროლების პოლიტიკური შეხედულებები მოახდენს. აღსანიშნავია, რომ კითხვაზე აღნიშნული პასუხი გამოკითხულთა იმ ნაწილმა გასცა, რომლებსაც არჩევნებზე მისვლა გადაწყვეტილი აქვთ. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)