|
2016-07-27 15:36:40, 569 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო მიიღო, რომელიც თბილისს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების - "ამბასადორიალი 2016" ფარგლებში ეწვია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უნგრეთი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარები,ასევე, მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით. „უნგრეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ჩვენი თანამშრომლობის მრავალასპექტს მოიცავს - დაწყებული ორმხრივი ვიზიტების დინამიკით, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობების გაძლიერებით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთთან თანამშრომლობა, როგორც ვიშეგრადის ჯგუფის ფორმატში, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ფორმატში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგო ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. პრეზიდენტისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის შეხვედრაზე ასევე განიხილეს, ვარშავის სამიტის შედეგები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც საქართველო ამ პროცესში დგამს. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საუბარი შეეხო საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და გამოითქვა რწმენა, რომ მომავალი არჩევნები უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით ჩატარდება.
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)