09:01 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 01:07:42, 905 ნახვა

რეგიონი
აღმოსავლეთ საქართველოში თავთავიანი კულტურების მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს

აღმოსავლეთ საქართველოში თავთავიანი კულტურების მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, ხორბლისა და ქერის მოსავალი უკვე აღებულია 66 585 ჰა ფართობზე. აქედან კახეთის რეგიონში - 56 229 ჰა, ქვემო ქართლის რეგიონში - 7 449 ჰა, შიდა ქართლის რეგიონში - 2 436 ჰა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 471 ჰა ფართობზე.

უამინდობის გამო ალოობა კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თითქმის ერთდროულად დაიწყო. მოსავლის შეუფერხებლად, აგროვადების მაქსიმალური დაცვით აღების უზრუნველყოფის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სრული მობილიზება მოახდინა. მოსავლის აღების სამუშაოებში ჩართულია შპს ,,მექანიზატორის“ 87 ერთეული და აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დამატებითი შემოყვანილი 30 ერთეული კომბაინი. პროცესში აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც. 

დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია - 72 ერთეული ტექნიკა (შპს ,,მექანიზატორი“ - 52, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 20), ქვემო ქართლის რეგიონში - 19 ერთეული კომბაინი (შპს ,,მექანიზატორი“ – 9, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 10), შიდა ქართლის რეგიონში - 20 ერთეული, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 5 ერთეული, სამცხე-ჯავახეთში - 1 ერთეული შპს ,,მექანიზატორის” კომბაინი.

შპს „მექანიზატორი“ მიმართავს მოსახლეობას მაქსიმალურად კოორდინირებულად იმოქმედონ, რათა აგროვადების დაცვით, დანაკარგების გარეშე, შეუფერხებლად მოხდეს მოსავლის აღება და დაბინავება. 
საქართველოში წინა წლებთან შედარებით, თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. საშუალო მოსავლიანობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მონაცემებით ერთ ჰექტარზე 4 ტონას შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ნათესი ფართობებიც - ქვეყნის მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტი, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics