03:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 15:36:26, 672 ნახვა

საზოგადოება
მერაბ კვირიკაშვილის და გიორგი ლომინაძის მეუღლეები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან

„მორაგბეების - მერაბ კვირიკაშვილის და გიორგი ლომინაძის მეუღლეები რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ექიმმა ანჟელა ორჯონიკიძემ  განუცხადა.

„გიორგი ლომინაძის მეუღლე, რომელიც ორსულია, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია, მძიმე დაზიანებებით, არასტაბილური ზემო დინამიკით რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა.   მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს, ასევე გადმოყვანილია მძიმე დაზიანებებით მართვით სუნთქვაზე და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ყველა პაციენტზე მიმდინარეობს მონიტორინგი და ადეკვატური სამედიცინო ჩარევა“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ანჟელა ორჯონიკიძემ.

რაც შეეხება თავად მორაგბეებს - მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო გიორგი ლომინაძის  სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, 4 კი დაშავდა. ინციდენტი ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობ, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics