09:28 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 15:18:37, 1217 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: კერძო სექტორი EBRD-სთვის მნიშვნელოვანია

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მინისტრის თქმით, აღნიშნული ბანკი არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ, კერძო სექტორის კარგი პარტნიორია.

"დღევანდელი დღე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კერძო სექტორი აღნიშნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ქიმიური მრეწველობა, რომელიც დღეს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, 155 მილიონი დოლარით ფინანსდება. სესხის შემდეგ საწარმოში გაიხსნება ახალი ხაზი და მოხდება თანამედროვე პროდუქციის გამოშვება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ EBRD-ი "რუსთავის აზოტს" 155 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics