01:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 22:08:54, 847 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის სამგანზომილებიანი ზებრა “გარდიანის“ ყურადღების ცენტრში მოექცა

ინგლისურ გამოცემა გარდიანში ამერიკის, ჩინეთის, ისრაელის, პოლონეთის, შვეიცარიისა და კანადის შემოქმედებითი ზებრა გადასასვლელების ფოტოებთან ერთად რობაქიძის გამზირზე მოხატული ზებრის ფოტოც განთავსდა.

როგორც თბილისის მერიამ "ექსპრესნიუსს" აცნობა, გარდიანის ჟურნალისტი დიდუბის გამგეობას დაუკავშირდა და აღნიშნული ინფორმაციისა და ფოტოს განთავსებაზე ნებართვა ითხოვა.

ცნობისთვის, საქართველოში პირველი ქვეითთა ზებრა გადასასვლელები დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტის „მოხატე უსაფრთხოების“ ფარგლებში მოიხატა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, გამგეობის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა „ზებრა“ გადასასვლელები ბელიაშვილის ქუჩასა და წერეთლის გამზირზე მოხატეს.

დიდუბის რაიონის გამგეობის კამპანიის შემდგომ, ზებრა გადასასვლელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მოიხატა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics