06:08 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 12:38:33, 1602 ნახვა

მსოფლიო
ნიცაში თავდამსხმელთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული

ნიცაში თავდამსხმელთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული, - ამის შესახებ BBC  იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლთან კავშირში 1 პირი ფრანგმა სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს, კიდევ 3 ეჭვმიტანილი კი დღეს დილით.

როგორც France Press-ი წერს, დამატებითი დეტალები ამ დროისთის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა.

ინციდენტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 10 ბავშვია. ბოლო მონაცემებით თავდასხმის შედეგად 188 ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics