07:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 15:59:50, 556 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი მექსიკის სენატორთა დელეგაციას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა მექსიკის შეერთებული შტატების სენატის წარმომადგენლებთან, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გაბრიელა კუევას ბარონთან (ეროვნული ქმედების პარტია - PAN), ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ისმაელ ერნანდეს დერასთან (ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია - PRI) და ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ხუან ხერარდო ფლორეს რამირესთან (მწვანეთა პარტია - PVE).

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების ელჩი, მარტა ბარსენა კოკი.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის პრიორიტეტული მიმართულებები.

განხილულ იქნა საქართველოსა და მექსიკას შორის არსებული ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა  სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობების გაღრმავების პროცესში ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ჩამოყალიბებული აქტიური თანამშრომლობა.

მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მექსიკის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics