07:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 13:27:04, 735 ნახვა

პოლიტიკა
იპოთეკით დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს (ვიდეო)

მთავრობის ადმინისტრაციასთან იპოთეკით დაზარალებულები, სოციალურად დაუცველები და მათი უფლებებადამცველები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მათ ცოტახნის წინ ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს, რასაც ხმაური მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ შენობაში ვერ შეიკრიბებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის მისაღებში შესვლის უფლება მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მისცეს. კერძოდ,ადმინისტრაციის ფოიეში სხვებთან ერთად, "თავისუფალი თაობის" წევრები მჯდომარე აქციას მართავენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

"პრემიერი ვალდებულია, თავის მოსახლეობას შეხვდეს. თავს იწონებს, რომ პროდასავლური ღირებულებებისაა. 2 თვის წინ პრემიერის სახელზე წერილები შევიდა, თუმცა არავის პასუხი არ მიუღია. ჩვენ არ გამოვრიცხავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მივმართოთ", - განაცხადა "თავისუფალი თაობის" წევრმა ლადო სადღობელაშვილმა.

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics