11:06 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 10:59:45, 572 ნახვა

საზოგადოება
მარნეულში აბიტურიენტებს შსს-ს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა გააცნეს

შსს-ს აკადემიის უბნის ინსპექტორთა ფაკულტეტის უფროსი მამუკა ქოიავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ზაურ დარგალი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის ჯგუფის კოორდინატორი მაია გაბუნია, მარნეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აბიტურიენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე აბიტურიენტებს შსს-ს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა და 1+4 პროგრამა გააცნეს.

შეხვედრას ადგილობრივი სკოლების 100-მდე მე-12 კლასელი მოსწავლე დაესწრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელმა აბიტურიენტებს წარუდგენა პრეზენტაცია თემაზე „შსს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა“, რის შემდეგ აბიტურიენტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

უწყების ინფორმაციით, შსს აკადემიაში 2015 წლის სექტემბრიდან განხორციელდება სამართლის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის მიცემას და იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას სტუდენტებისათვის. საბაკალავრო პროგრამაში შემოთავაზებულია საპოლიციო სფეროსათვის აუცილებელი სასწავლო კურსები, რომელთა გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შსს აკადემიაში. 4 წლიან სასწავლო პროცესს წარუძღვებიან გამოცდილი და გამოჩენილი სპეციალისტები სამართლის სფეროში, რომლებიც უახლესი მეთოდების და პროგრამის მიზნებზე მორგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებით სტუდენტებს შეასწავლიან სამართლის სხვადასხვა დარგებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics