06:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 18:22:26, 657 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე „საარჩევნო კოდექსში" შესატანი ის ცვლილებები განიხილეს, რომელიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის სარეკლამო დროის განაწილების საკითხს ეხება.

პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მყოფმა ყველა მედიის წარმომადგენელმა ცალსახად განაცხადა, რომ მათთვის ეს კანონპროექტი ქმნის პრობლემებს, ასევე მათ გამოთქვეს გულისტკივილი, რომ დღეს პირველად მიიღეს განხილვაში მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტმა ისე მიიღო კანონპროექტი მეორე მოსმენით და განიხილა მესამე მოსმენით, რომ მათთვის აზრი არ უკითხავთ, რაც ძალიან სამწუხაროა.

კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს აღნიშნულ საკითხს და მასზე მუშაობას კვლავ გააგრძელებს.

პრეზიდენტის მრჩევლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, „საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით,  შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი გამონახოს და მის განხილვაში ჩართოს მედიაც და პოლიტიკური პარტიებიც, ვისაც აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ ეხება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თინათინ მჟავანაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მაჭარაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics