13:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 17:39:03, 745 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ოპონენტებმა დიმიტრი ქუმსიშვილთან პაექრობა ვერ შეძლეს

"ოპონენტებმა დიმიტრი ქუმსიშვილთან პაექრობა ვერ შეძლეს. მან ეკონომიკურ მიღწევებთან დაკავშირებით შთამბეჭდავი მონაცემები წარმოადგინა",-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში"  ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონში არასასურველმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, გავლენა საქართველოზეც იქონია, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა ყველაზე წარმატებული იყო.

 "შევედი  პოლემიკაში დღევანდელ ოპონენტებთან.  მგონია, რომ შევთანხმდით საკითხებზე. ქუმსიშვილმა ეკონომიკურ მიღწევებთან დაკავშირებით შთამბეჭდავი მონაცემები წარმოადგინა და ოპონენტებმა ვერ შეძლეს მასთან პაექრობა. ნამდვილად, შთამბეჭავია ახალი ხელისუფლების მიღწევები.  რეგიონში იყო კრიზისული სიტუაცია, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები იყვნენ ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში, რამაც ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა იქონია. მიუხედავად ამისა, ჩვენი ეკონომიკა იყო ყველაზე წარმატებული და ამას უნდა სწორი შეფასება. რეგიონში ეკონომიკური სიტუაცია უკეთესი გახდება, ევროპაშიც შეიცვლება და  საქართველოში დაიწყება სერიოზული ეკონომიკური აღმავლობა",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კონფერენციის-"საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“   ორგანიზატორები ორგანიზაცია "მოქალაქე", "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" და პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics