13:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 16:26:42, 589 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი კარელიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში, კარელიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ რუსეთში, კარელიაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რამაც მოზარდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

თანაგრძნობას ვუცხადებ მოზარდების მშობლებსა და ოჯახებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთში, კარელიის  რესპუბლიკაში ნავებით გასეირნების დროს 15 ბავშვი დაიღუპა.  რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ბავშვთა ბანაკის დამსვენებლები კარელიის რესპუბლიკაში მდებარე სიამოზეროს ტბაზე სამი ნავით სასეირნოთ წაიყვანეს. ნავებში 47 ბავშვი და ოთხი ინსტრუქტორი იმყოფებოდა. უამინდობის გამო, ორი ნავი გადატრიალდა. გარდაცვლილები 12-დან 17 წლამდე ასაკის იყვნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics