00:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 09:39:14, 869 ნახვა

საზოგადოება
თბილისი-ბათუმისა და ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით  შიდა ავიარეისები შესრულდება.

ფრენებს 50 ადგილიანი CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით  ყაზახური ავიაკომპანია "SKYBUS" შეასრულებს,

ხოლო მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ავიაკომპანია "სერვისეარი" შეასრულებს ავიარეისებს ნატახტარი -  ბათუმი - ნატახტარის მიმართულებით 17 ადგილიანი L410 ტიპის საჰაერო ხომალდით. 

ფრენების განრიგი:  ორშაბათი და ოთხშაბათი: ბათუმი-თბილისი: 07:30 თბილისი-ბათუმი: 09:00

პარასკევი:  ბათუმი-თბილისი: 19:25 თბილისი-ბათუმი: 20:50

სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა:  ნატახტარი - ბათუმი: 09:00 ბათუმი - ნატახტარი: 11:00

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics