10:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 16:07:43, 644 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია „კაბელების“ საქმეზე: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

„დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი სწორ მომენტში, როდესაც მას ექნება სამართლებრივი საფუძვლები, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა  ირაკლი ალასანიამ  ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ალასანიას თქმით, დღეიდან „თავისუაფლი დემოკრატები“ ხელმოწერის შეგროვებას იწყებენ, რომელსაც პრეზიდენტს წარუდგენენ.

„სამოქალაქო აქტივობა იქნება გადამწყვეტი, რათა მივაღწიოთ დამოუკიდებელ სასამართლოს. მინდა, შევახსენო ყველას, რომ არც ერთ ქვეყანაში სასამართლო თავისით არ გამხდარა დამოუკიდებელი, ხალხის მოთხოვნისა და ხალხის აქტიურობის გარეშე. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ უკვე ფართომასშტაბიან ხელმოწერებს, რომელსაც  წარვუდგენთ პრეზიდენტს. დარწმუნებული ვარ, რომ  პრეზიდენტი სწორ მომენტში, როდესაც მას ექნება სამართლებრივი საფუძვლები,  მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics