08:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 09:19:47, 635 ნახვა

პოლიტიკა
ჟენევაში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს დააყენებს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 36-ე რაუნდის ფარგლებში დღეს  თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ს დელეგაციასთნ ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქაო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დისკუსიებზე ჰუმანუტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას ხელმძღვანელობს.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყველა ის საკითხი განიხილა, რომელსაც 15 ივნისის სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე დააყენებენ.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჯგუფების შეხვედრების ცენტრალური საკითი იქნება 19 მაისს, ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება და უკანონო დაკავებები.

„ჯგუფის მუშაობის ცენტრალურ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, განსაკუთრებით კი გალის რაიონში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორტების მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რომ გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველ  მოსწავლეებს ჰქონდეთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics