21:42 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 14:44:27, 584 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 2015 წლის 13-14 ივნისის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდს დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ გადაიხადა.

 „მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქალაქის უახლოეს ისტორიაში. კარგად მახსოვს ეს მძიმე ღამე, მახსოვს, თუ რამდენად შემზარავი იყო ეს ყველაფერი და რამდენად ძნელია, როდესაც ადამიანი თავს გრძნობ უსუსურად ასეთი დიდი სტიქიის წინაშე. ასევე მახსოვს  უდიდესი სოლიდარობის აქციაც და მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ ტრაგიკულ ღამეს და შემდეგ დღეებში გაერთიანდა და გვერდში დაუდგა თავის ქალაქს. ნამდვილად ამაღელვებელი იყო ეს სოლიდარობა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პანაშვიდს ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მთავრობის წევრები და თბილისის მთავრობის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, გასული წლის 13-14 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics