01:41 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 16:33:10, 1141 ნახვა

ეკონომიკა
“ოქროს საჭე 2014” - წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო კონკურსი სრულდება

კაჭრეთის ”ამბასადორი“ დღეს  წლის მთავარი საავტომობილო მოვლენის ცენტრი იქნება. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის და ”AUTO BILD საქართველოს” ორგანიზებით წლის შემაჯამებელი საავტომობილო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე ავტოსპორტში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოება და 2014 წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენა მოხდება. ღონისძიების თანაორგანიზატორია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი. ღონისძიების პარტნიორია ”ვისოლი”, სპონსორი კი ”ბი ფორვარდი”.

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო კონკურსი ”ოქროს საჭე 2014” „ვისოლის“ მხარდაჭერით იმართება და საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური სახე მიიღო. რჩეული ავტომობილებისთვის ხმის მიცემის პროცედურა ვებგვერდ WWW.AUTOBILD.GE-ზე მიმდინარეობდა და მასში 30 ათასამდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში სხვადასხვა საავტომობილო დილერები, ავტო ბრენდის ფან კლუბები და გულშემატკივრები იყვნენ ჩართული.

„“ოქროს საჭის” კონკურსში მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი მოდელებისათვის რეკომენდებული სწორედ უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავია, რომლის რეალიზაციასაც საქართველოში „ვისოლი“ “ეკოს“ პროდუქტების სახით საკუთრებაში არსეული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის საშუალებით ახდენს. შესაბამისად, “ვისოლი“ მოხარულია იყოს მხარდამჭერი საავტომობილო სივრცეში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისა“, - აცხადებს „ვისოლ პეტრლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.  

საუკეთესო ავტომობილებისგან განსხვავებით, ცნობილია, გამარჯვებული მრბოლელების ვინაობა. საქართველოს ჩემპიონატში ისინი მთელი წლის განმავლობაში იბრძოდნენ იმ ქულებისთვის, რომელმაც მათი ჩემპიონობა განსაზღვრა. სიურპრიზად რჩება, წლის საუკეთესო მრბოლელის ვინაობა, რომელიც შიდა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. „ვისოლს“ პროფესიულ ავტოსპორტში საკუთარი გუნდი ფორმულა ალფას კლასში გამოჰყავს და შაკო ციხელაშვილი და სანდრო თავართქილაძე  საუკეთესო მრბოლელების ტიტულის მოპოვებას „ვისოლის“ სახელით ეცდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics