05:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 16:42:06, 646 ნახვა

პოლიტიკა
თომას ჰამარბერგი ხვალ აფხაზეთის რეგიონში ჩავა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დამოუკიდებელ ექსპერტ თომას ჰამარბერგს შეხვდა, რომელიც, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას შეაფასებს.

ამ მიზნით, თომას ჰამარბერგი საქართველოს მეორედ ეწვია. იგი ხვალ აფხაზეთის რეგიონში მიემგზავრება, რათა ადგილზე გაეცნოს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, ასევე შეისწავლოს 19 მაისს ხურჩაში გოგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებული გარემოებები.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამნაშავის დაუყოვნებლივ დაპატიმრების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

თომას ჰამარბერგი საკუთარი მანდატის ფარგლებში, აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთხელ, შემოდგომაზე დაბრუნდება, რის შემდეგაც, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის, აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს მოამზადებს. ანგარიშში ასევე იქნება რეკომენდაციები.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics