13:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 20:29:45, 722 ნახვა

საზოგადოება
ისანში მეუღლის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

თბილისში, ისნის გარე კახეთის ქუჩაზე მეუღლის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. სასიკვდილო ჭრილობები მას ქმარმა მიაყენა. 

ცნობისთვის, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, ისანში, გარე კახეთის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცი სასტუმროში მივიდა, ქალბატონი შენობის გარეთ გაიყვანა და რამდენჯერმე ესროლა, მოგვიანებით, დაჭრილი ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics