11:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 17:03:09, 585 ნახვა

საზოგადოება
ვაკის პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გასართობი ღონისძიებები გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს თბილისის მერმა უფროს ვაჟთან ერთად  ვაკის პარკში მიულოცა.

დავით ნარმანია ვაკის პარკში სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ ღონისძიებებს მერის მოადგილეებთან ნინა ხატისკაცთან და გიორგი ლილუაშვილთან, ასევე, ვაკის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერის განცხადებით,  ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები ეწყობა, სადაც სტუმრად მისულ ბავშვებს  სასიამოვნო დროის გატარება მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვით შეუძლიათ.

„ვაკის პარკი დღეს საკმაოდ დატვირთულია სხვადასხვა სახის  ღონისძიებებით. დიდი მხიარულებაა და პატარები მშობლებთან ერთად მაქსიმალურად არიან თავშეყრილი. გასართობი პროგრამა გათვალისწინებულია ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ბავშვისთვის, ტარდება როგორც კონცერტები, ასევე სპორტულ აქტივობები და  საქველმოქმედო ღონისძიებები. რაც მთავარია, თავად  ბავშვები არიან ძალიან მხიარულ განწყობაზე“ -  განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვაკის პარკში ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ,  ნახონ ქუჩის თეატრისა და  ილუზიონისტების შოუ,  საბავშვო ბაღების მიერ ორგანიზებული თეატრალური  წარმოდგენები, მოუსმინონ ანსამბლების „მზიურის“, „ნერგებისა“ და „საუნჯის“ წევრებს  და ამასთან,  ჩაერთონ  სახალისო ინტელექტუალურ და სპორტულ  ვიქტორინებში. პირველი ივნისის პროგრამას ვაკის პარკში  Georgian Brass-ის კონცერტი დაასრულებს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა რაიონში ტარდება. გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობა ბავშვებს   მუშთაიდის, დედაენის, კიკვიძის პარკებში,  ზოოპარკსა და „მზიურში“ მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics