18:24 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 17:37:53, 1767 ნახვა

საზოგადოება
გასულ წელს 30 844 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა

გასულ წელს 30 844 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების ინფორმაციით, ყველაზე მეტმა წყვილმა (3307) სექტემბერში მოაწერა ხელი.

ქორწინების რეგისტრაციის კუთხით ლიდერი ქალაქები იყო: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი.
ყველაზე მეტი წყვილის ქორწინება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, მარნეულში, მცხეთაში, სიღნაღში, თელავსა და ახალქალაქში დარეგისტრირდა.

რაც შეეხება ქორწინების საშუალო ასაკს, გასულ წელს მამაკაცები 31 წლის ასაკში, ხოლო ქალბატონები 28 წლის ასაკში ქორწინდებოდნენ.  

2014 წელს დაქორწინებულთა შორის 24 135 მამაკაცი ქალბატონზე უფროსი ასაკის იყო, ხოლო 6 700  შემთხვევაში პირიქით – ქალბატონი იყო მეუღლეზე უფროსი ასაკის.  

საქართველოში ფუნქციონირებს 10 ქორწინების სახლი, მათ შორის სიღნაღის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. გასულ წელს სიღნაღის ქორწინების სახლში 57–მა წყვილმა 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში დაარეგისტრირა ქორწინება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეები 2014 წლის განმავლობაში დაქორწინდნენ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში. 86-მა წყვილმა საბერძნეთში (ათენში), 44 წყვილმა ესპანეთში, ხოლო 29 მათგანმა იტალიაში   ქ. რომში მდებარე საქართთველოს საელჩოში მოაწერა ხელი.

რაც შეეხება გასული 6 წლის სტატისტიკას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წელს 34 394 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2012 წელს – 29 932 წყვილის, 2011 წელს – 30 861, 2010 წელს – 34 449, 2009 – 31 796, ხოლო 2008  წელს 24 696 წყვილმა იქორწინა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics