2016-05-30 18:05:39, 881 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის სამხედრო ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურას საჯარო სკოლის IX, XI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის შექმნის ისტორიას გაეცნენ.
მოზარდებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ვიცე-პოლკოვნიკ რომან სანიკიძის ლექცია - „საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა და მიღებული გამოცდილება“. ლექციის შემდეგ სამხედროებსა და სკოლის მოწავლეებს შორის ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სკოლის მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზა, სამხედრო ჯავშანტექნიკა, სიმულაციური ოთახები, სპორტული დარბაზი და სამხედრო ყაზარმა დაათვალიერეს, ჯარისკაცების ცხოვრების წესს გაეცნენ. სამხედრო ნაწილში მათ ჯარისკაცის ულუფითაც გაუმასპინძლდენენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან