12:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 14:29:16, 559 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ძალიან ბევრ ღონისძიებაში ოკუპირებულ ხაზზე მცხოვრებ ბავშვებს ვრთავთ

„პირველ რიგში  მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მხარეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს ჩვენ ვზეიმობოთ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავს“, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

 ჯანელიძის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან ბევრ ღონისძიებაში ოკუპირებულ ხაზზე მცხოვრებ ბავშვებს რთავს.

„ძალიან ბევრს მიაღწია საქართველომ ამ 25 წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი ოკუპირებული ტერიტორიებია. ეს დიდი პრობლემაა, რომელიც ყველა ოჯახს აქვს. ეს ბავშვები, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ იღებენ მონაწილეობენ ჩვენს მიერ მოწყობილ ღონისძიებებში. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასევე მნიშვნელოვანია მათ შეიგრძნონ, ის რასაც ჰქვია საქართველოს დამოუკიდებლობა. ვუსურვებ იცხოვრონ ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოში“, - განაცხადა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics