02:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 19:53:45, 676 ნახვა

საზოგადოება
24 მაისის ინციდენტის მოკვლევის მასალები რეაგირებისთვის თსუ-ს უფლებამოსილ ორგანოებს გადაეცა

"24 მაისის ინციდენტის მოკვლევის მასალები რეაგირებისთვის თსუ-ს უფლებამოსილ ორგანოებს გადაეცა", - ამის შესახებ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე პოსტის სახით ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში საკითხის შესწავლა დაიწყო, რომლის პირველადი მასალები შესასწავლად და შემდგომი დისციპლინარული რეაგირებისთვის უკვე გადაეცა უფლებამოსილ ორგანოებს.

"24 მაისს სტუდენტებს შორის მომხდარ ინციდენტზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკითხის შესწავლა დაიწყო, რომლის პირველადი მასალები შესასწავლად და შემდგომი დისციპლინარული რეაგირებისთვის უკვე გადაეცა უფლებამოსილ ორგანოებს. რაც შეეხება უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ვიდეოთვალით გადაღებულ ვიდეოჩანაწერს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ეს მასალა გასაჯაროვდა. 

„უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი, წესდება და უნივერსიტეტის შიდა განაწესი, ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი განსაზღვრავს იმ ზომებს, რასაც სტუდენტის მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისას მიმართავენ. ეთიკის კოდექსის თანახმად სტუდენტისთვის შეუფერებელ საქციელად მიჩნეულია ის ფაქტი, რაც მოხდა 24 მაისს და შესასწავლად გადაეცა უფლებამოსილ ორგანოებს“,- განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ.

მისივე განმარტებით, შესწავლისას თუ დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა დისციპლინარულ დარღვევებს, ინციდენტში მონაწილე სტუდენტების მიმართ გატარდება შესაბამისი ზომები (წესდებით და შინაგანაწესით განსაზღვრულია საყვედურის გამოცხადება, განმეორების შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა)." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics