14:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 23:07:08, 1011 ნახვა

სამართალი
კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების დაკავებას შსს არ ადასტურებს

ცოტა ხნის წინ გავრცელა ინფორმაცია, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები დააკავეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა.

სპორტსმენების დაკითხვა შსს-ში ამ წუთებშიც გრძელდება. სამინისტროსთან კი სპორტსმენების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც ეს ინფორმაცია [დაკითხვაზე მყოფი სპორტსმენების დაკავება] გავრცელდა.

აქციის მონაწილეები ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკითხვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ კორცხელში მომხდარი ინციდენტი სწორედ ოპოზიციის პროვოკაციას მოჰყვა.

ცნობისთვის, შს მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ სპორტსმენებმა გადაწყვიტეს თავისი ნებით მივიდნენ შსს-ში და ჩვენება მისცენ. სპორტსმენები აცხადებენ, რომ დასამალი არაფერი აქვთ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics