09:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 20:12:06, 597 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში მიიღო მონაწილეობა

ქ. სტამბოლში გაერო-ს გენერალური მდივნის ინციატივით გამართულ მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ  დავით ზალკალიანმა. აღნიშნული სამიტის ფარგლებში გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრები გვინეის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პრეზიდენტის ოფისის სახელმწიფო მინისტრთან ნაბი იუსუფ ქირიდი ბანგოურასთან და ჰონდურასის დელეგაციის ხელმძღვანელთან, საგანგებო მდგომარეობების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან,  ალისანდრო როსალესთან. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი ასევე შეეხო გაერო-ში საქართველოსთვის მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების საკითხებს.
 
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გააქტიურება, საქართველოს მიერ ამ ქვეყნებისთვის რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics