14:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 11:44:44, 907 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის რეფორმებზე იმსჯელეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური ზრდის თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს რეფორმები, ფინანსებზე წვდომის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ინოვაციები და ტექნოლოგიები, ტურიზმისა და ინფრასტუქტურის განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება.

პირველ თემატურ შეხვედრას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ეძღვნებოდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების უფროსი კაიდო სირელი უძღვებოდნენ.

„საქართველოს მთავრობას აქვს რეფორმების ინტენსიური დღის წესრიგი, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება. ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით დონორებს და იმედი გვაქვს, მათთან თანამშრომლობით, ჩვენი ეკონომიკური რეფორმები კიდევ უფრო გამყარდება და განვაგრძობთ იმ წარმატებების მიღწევას, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგად ვახორციელებთ", - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურში ეკონომიკური ზრდის თემატური საკოორდინაციო ჯგუფის არსებობას მიესალმება ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების უფროსი კაიდო სირელი.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

„ეკონომიკური ზრდის თემა  ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოს  მხარდაჭერას მომავალშიც განვაგრძობთ", - განაცხადა კაიდო სირელიმ.

საქართველოს მთავრობა, მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს რეგულარულად აწყობს.

შეხვედრები ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics