00:40 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 14:26:50, 1058 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: არ გვაქვს უფლება დავუშვათ შეცდომა, რადგან ჩვენს ჩარევას კონკრეტული ფასი აქვს

„ჩვენ არ გვაქვს უფლება დავუშვათ შეცდომა, რადგან ეროვნული ბანკის ჩარევას კონკრეტული ფასი აქვს“, - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის დასტაბილურების მიზნით მოქმედება გვიან დაიწყო.

ქადაგიძის თქმით, მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან და ისე ვერ იმოქმედებენ, რომ სიტუაცია ერთი მიმართულებით დაასტაბილურონ, მეორე მიმართულებით კი უარესი შედეგი მიიღონ.

ამასთან, გიორგი ქადაგიძის მტკიცებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„ჩვენ გვაქვს საკმარიის სავალუტო რეზერვი, რომელიც უზრუნველყფოს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ქვეყნის ფინანასური სტაბილურობის გარანტი ეროვნული ბანკია და ეს ასეც იქნება, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიფიქსირებია. მეორეს მხრივ, გვაქვს ეკონომიკური შოკი, რომელზეც ხდება რეაგირება. კურსი ამის შედეგად უკვე გაუფასურდა. 30%-იანი გაუფასურება, სამწუხაროდ, საკმაო მნიშვნელოვანი გაუფასურებაა, რომელიც აისახებ იმპორტზე და ჩვენს ხელთ არსებული იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც გვაქვს. ველოდებით, რომ ლარი დასტაბილურდება. საერთო ჯამში, იმისათვის, რომ ლარის კურსს ჰქონდეს გამყარების მიმართულება, უნდა გამოსწორდეს ფუნდამენტური ფაქტორები და ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები გაიზარდოს. ეს არის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მთავარი გამოსავალი ამ თემებიდან, დანარჩენი, ყველაფერი რასაც ვაკეთებთ მიმართულია იმისკენ, რომ შევარბილოთ ნეგატიური გავლენა იმ პროცესების, რომელცი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენ ამ პროცესებს დიდი ყურადღებით და გულისხმიერებით ვუდგებით. არ გვაქვს უფლება დავუშვათ შეცდომა, რადგან ჩვენს ჩარეავს კონკრეტული ფასი აქვს. არის სხვადასხვა ტიპის კომენტარები, თითქოს, დაგვიანებულ რეაქციასთან დაკავშირებით, გვიან დავიწყეთ მოქმედება, ეს ასე არ არის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენს ჩარევას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული ფასი გამოხატული ეკონომიკურ ზრდაში, საპროცენტო განაკვეთების გაზრდაში, გაყიდვების შემცირებაში და ასე შემდეგ. არ გვაქვს უფლება ვიმოქმედოთ ისე, რომ ერთი მიმართულებით დავასტაბილუროთ სიტუაცია და მეორე მიმართულებით უარესი შედეგი მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics