14:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 10:00:46, 843 ნახვა

სამართალი
კორცხელში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე ქარტია სამართალდამცავებისგან რეაგირებას ითხოვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 22 მაისს ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე მომუშავე ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ. ადგილობრივი ინტერნეტ გამოცემა livepress.ge-ს ცნობით, საარჩევნო უბანთან მყოფი მოქალაქეები ჟურნალისტებს, მათ შორის livepress-ის ჟურნალისტს „პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უშლიდნენ ხელს, მოსდევდნენ, ემუქრებოდნენ, გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, კამერების წართმევას ცდილობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ".

ხელშეშლაზე საუბრობს კიდევ ერთი მედიასაშუალება – ipress.ge, კორესპონდენტის, ირმა მესხიას თქმით, გარკვეულმა ჯგუფმა  „კონკრეტულ მასალაზე მუშაობის პროცესში წაართვა კუთვნილი ტელეფონი, საიდანაც წაუშალა ყველა აუდიო ჩანაწერი და ფოტო მასალა და ასევე დაემუქრნენ მას."

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის გამო და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და მათ მიმართ ძალადობის ყველა ფაქტი და ადეკვატურად დასაჯონ სამართალდამრღვევები, რომ სამომავლოდ არ წახალისდეს მსგავსი შემთხვევები. ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ხელისუფლების მოვალეობაა.

"წინასაარჩევნო პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ესმოდეს, რომ კონკრეტული შემთხვევის დროს ჟურნალისტი ადგილზე იმყოფება არა პირადი ინტერესის გამო, არამედ მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის.  შესაბამისად, დაუშვებელია მუშაობისას ჩარევა ან ხელშეშლა. ჟურნალისტის საქმიანობა დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლითაც, სადაც ნათქვამია, რომ ისჯება „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან"", - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics