14:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 16:42:12, 1015 ნახვა

სამართალი
იზორია: ხელისუფლება ხურჩაში მომხდარ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს

მინდა პრინციპულად განვაცხადო, რომ ხელისუფლება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

იზორია დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც მოკლული  გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა.

"პირველ რიგში მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს. ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა პრინციპულად განვაცხადო, რომ ხელისუფლება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი  ამ ფაქტს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, როცა ამბობენ,  მსგავს შემთხვევებს თითქოსდა ადგილი არ ჰქონია. მართლაც, 2012 წლიდან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა 2008 წლიდან სამწუხაროდ ათეულობით გახმაურებულ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომელიც ლეტალური შედეგითაც დასრულდა",- განაცხადა იზორიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევების მეტი პრევენციისთვის, პატრულირება კიდევ უფრო გაძლიერდება. 

„ახლო მომავალში  IPRM -ი ჩატარდება გალში, 4-წლიანი პაუზის შემდეგ.  გუშინ მე მქონდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა,  სადაც ვთქვი, რომ პირველი მოთხოვნა, რაც ჩვენი მხრიდან დადგება, იქნება სწორედ დაკავშირებული იმასთან, რომ დამნაშავე, რომელიც უკვე დადგენილია, იქნეს უმკაცრესად დასჯილი. ჩვენ ყველანაირ ფორმატს, იქნება ეს ჟენევის ფორმატი, თუ IPRM , გამოვიყენებთ, რომ  ეს მოთხოვნა შესრულდეს",- განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics