13:06 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 18:26:39, 910 ნახვა

სამართალი
შოთაძე ე.წ კაბელების საქმეზე: განაჩენის დაუსაბუთებლობაზე საუბრობენ, განაჩენი კი არ უნახავთ

რითი ხელმძღვანელობენ, როდესაც  ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენს დაუსაბუთებელს უწოდებენ, მაშინ როდესაც ეს განაჩენი არ უნახავთ?! - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ე.წ. კაბელების საქმეზე მტკიცებულებები გააცნო. 

როგორც შეხვედრაზე შოთაძემ აღნიშნა, ჯერ არ გამოქვეყნებულა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, რის საფუძველზე მოხდა გამტყუნება.

„სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გადაწყვეტილება უკანონოდ მოინათლა. მაქვს კითხვა, რითი ხელმძღვანელობენ, როდესაც გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებენ, როცა განაჩენი არ უნახავთ. მათ ამოძრავებთ პოლიტიკური მოტივი, რომ მართლმსაჯულების, პროკურატურის დისკრედიტაცია მოახდინონ. განაჩენი სანამ იქნება, თქვენი შეცდომაში შეყვანა, რომ არ მოხდეს, წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს, რომლითაც გამტყუნებას ვითხოვდით. გუშინ დაცვასთან, დღეს ჩვენთან შეხვედრის შემდეგ საშუალება გექნებათ, შეაჯეროთ მტკიცებულებები და მხარეების პოზიციები. პრეტენზია არ გვაქვს, შევიჭრათ სასამართლოს ფუნქციებში. ვერ გეტყვით რას დაეყრდნო განაჩენი, ვილაპარაკებთ მტკიცებულებებზე, რასაც ბრალდება დაეყრდნო”, - მიმართა დიპლომატებს ირაკლი შოთაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძე ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მთავარ პროკურატურაში ხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics