12:37 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 17:39:34, 868 ნახვა

ეკონომიკა
ბრიუსელში ბიზნეს კონფერენცია 'Belgium-Georgia Partnerships: A promising Match" გაიმართა

ბელგიაში საქართველოს საელჩოს, ვალონიის, ფლანდრიის და ბრიუსელის რეგიონის ექსპორტისა და საინვესტიციო სააგენტოების ორგანიზებით, ბიზნეს კონფერენცია ''Belgium-Georgia Partnerships: A promising Match" გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, კონფერენცია, რომელიც ვალონიის ექსპორტის და ინვესტიციების სააგენტოს AWEX ოფისში გაიმართა, ბელგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი პერტაიამ საქართველოს საერთო და სექტორული ბაზრის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში აღმოსავლეთ პარტნიორობის სექციის ხელმძღვანელმა, დირკ შუბელმა, რომელმაც  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და DCFTA-ს ხელმოწერის შემდეგ ქართული ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის გაჩენილი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

ქართული ბიზნესის მიმართ ბელგიური კომპანიების ინტერესის შესახებ ისაუბრეს ვალონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტოს ეკონომიკურმა და სავაჭრო კომისარმა, ერიკ ბლეტარმა და ფლანდრიის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს ეკონომიკურმა და სავაჭრო კომისარმა, რაფ პაუველსმა. 

კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ ასევე ბელგიელი ბიზნესმენები. ბელგიური კომპანიების: Tractabel-ის  და T.D. Williamson-ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საქართველოში ბიზნესის კეთების საკუთარი გამოცდილება.

კონფერენციაზე მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ბიზნეს, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საბანკო, სატრანსპორტო, სამშენებლო, ენერგო და საკვები სექტორების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics