03:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 18:01:54, 661 ნახვა

პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატები“ „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულების შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს არ მიმართავს

 „თავისუფალი დემოკრატები“ არ გეგმავენ, რომ პრეზიდენტს „კაბელების“ საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების თხოვნით მიმართოს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა. ალასანიას შეფასებით, პრეზიდენტი შეწუხებულია ამ ამბით და ის გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

ალასანიას აზრით, „კაბელების საქ მეზე“ მიღებული გადაწყვეტილებით პოლიტპატიმრების რიცხვი გაიზარდა.

„ამ პროცესით არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების რიცხვი გაიზარდა. ამ პროცესით პრაქტიკულად წერტილი დაესვა პერსპექტივასაც კი, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი. თუ სისტემური ცვლილებები არ შევიდა. მოდი გულახდილად ვთქვათ, ეს სისტემური ცვლილება იმ შემთხვევაში მოხდება როდესაც ივანიშვილის გავლენა დამთავრდება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.

ჩვენი პარტია პრეზიდენტისადმი მიმართვას, რომ დაკავებული ბიჭები შეიწყალოს არ გეგმავს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ძალების ხედვა, მათ შეუძლიათ თავისი გადაწყვეტილება მიიღონ. ვიცი, რომ ქვეყნის მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი ძალიან შეწუხებულია ამ ადამიანების ბედით. ის საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics