22:00 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 12:10:06, 4079 ნახვა

კულტურა
კაუნასში გამოფენა „ლიტვა და საქართველო ისტორიულ წყაროებში" გაიხსნა

საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა და ლიტვის მთავარმა არქივისტმა, რამოჟი კრაუჟელისმა, კაუნასის რეგიონულ არქივში გამოფენა „ლიტვა და საქართველო ისტორიულ წყაროებში" გახსნეს.

ღონისძიების ორგანიზატორი ლიტვის ცენტრალური სახელწიფო არქივია. გამოფენაზე წარმოდგენილია  ორი ქვეყნის ურთიერთობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები, რომელიც დაცულია: საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კაუნასის რეგიონულ არქივში, ლიტვის სახელმწიფო საისტორიო არქივში,  კაუნასის რეგიონის საჯარო ბიბლიოთეკასა და მაირონის სახელობის ლიტვის ლიტერატურის მუზეუმში.

გამოფენაზე, რომელიც 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, საქართველოს ეროვნული არქივის მხრიდან წარმოდგენილია: საქართველოს, ლიტვისა და  ევროპის რუკები; კირიონ მეორის ფონდში დაცული წერილები, პოჟაისკის მონასტერთან დაკავშირებული ცნობები;  ინფორმაცია ლიტვური ინტელიგენციის მიერ ლიტვის ავტონომიის მოთხოვნის შესახებ;  ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ამსახველი მასალა (1920-1930); ლიტვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტის, ალგირდას ბრაზაუსკასის საქართველოში ვიზიტის ფოტოქრონიკა (1996 წ.) და სხვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ლიტვის კულტურის ვიცე-მინისტრი რომას ჯაროკისი, კაუნასში ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის რექტორი იოზას აუგუტისი და კაუნასის რეგიონული არქივის წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics