|
2016-05-18 09:23:55, 726 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ჩემი განწყობა უარყოფითია
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ჩემი განწყობა უარყოფითია, როდესაც კანონი ჩემთან მოვა, მაშინ იქნება კონკრეტული ვერდიქტი ჩემი მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რიონის" ეთერში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო პარლამენტმა კანონში ცვლილებები დაჩქარებულად. "როგორც კი აღნიშნული პროცესი დაიწყო, ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან დაისვა კითხვა, რა საჭიროებას წარმოადგენდა კანონის ასე ფორსირებულად, სწრაფ რეჟიმში გატანა, რატომ არ ეგზავნება პროექტი ვენეციის კომისიას, რატომ არ არიან ჩართული ამ დუსკუსიაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები. სახელმწიფო სისტემა დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ნაგებობაზე, ინსტიტუტზე - ეს არის სასანართლო, საბანკო, აუდიტის სისტემა, პარლამენტი, მთავრობა.ეს ნაგებობები მთლიანობაში ქმნიან ეფექტურად მომუშავე სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია, ამ ინსტიტუტების უფლებამოსილებები იყოს დაბალანსებული. ჩემთვის შარშანაც გაუგებარი იყო, როდესაც დაიწყო ფორსირებული შეტევა ეროვნული ბანკის შესუსტებაზე, რამ განაპირობა ასეთი შეტევა. დღესაც გაუგებარი ის ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო. მე არაერთხელ გამოვხატე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ამ კანონპროექტის მიმართ, რადგან ქვეყნის ფუნდამენტური სტრუქტურების თემით მუდმივი თამაში არ შეიძლება. ჯერ პარლამენტს კანონპროექტი ჩემთვის არ გადმოუგზავნია. იმისთვის, რომ ვთქვა, ვეტო იქნება თუ არა, უნდა გავეცნო კანონოროექტს. გვაქვს ინფორმაცია, რომ იყო პროცედურული დარღვევებიც",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)