12:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 18:25:20, 1027 ნახვა

ეკონომიკა
ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობა დაიწყო

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (თAP) მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. საზეიმო ღონისძიებას პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თესალონიკის პორტის ტერიტორიაზე დღეს პირველი მილსადენი ჩაიდო, რომელზეც სიმბოლურად მოაწერეს ხელი "სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტში ჩართული ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (თAP), რომლის სიგრძე დაახლოებით 800 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20მილიარდ კუბურ მეტრამდე, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით იტალიაშიბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას მოახდენს.
საქართველო  „სამხრეთ გაზის დერეფნის"  პროექტში სტრატეგიული პარტნიორია. შაჰ დენიზის პროექტის  მე-2  ფაზისფარგლებში, საქართველოში  სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც  2მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე დასაქმდება 2000 ადამიანი, ხოლოდასრულების შემდეგ შეიქმნება 130 სამუშაო ადგილი. პროექტის შედეგად, 2019 წლიდან საქართველო მიიღებს ბუნებრივიაირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად. 
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics