12:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 13:46:02, 1079 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოსთან აქციაზე დაკავებული ლგბტ აქტივისტების გათავისუფლება მოითხოვეს

ფემინისტების დამუკიდებელმა ჯგუფმა და ლგბტ აქტივისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს და  საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას   დაკავებული მათი აქტივისტების გათავისუფლება მოითხოვეს.

როგორც „ქსპრესნიუსს“ დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფის წარმომადგენლებმა განუცხადეს, მათი მეგობრები უკანონოდ დააკავეს, რადგან ისინი  არც შენობას, არც ფასადს და არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ აზიანებდნენ.  მათივე შეფასებით,  დაკავებულებთან მიმართებაში  შერჩევითმა  სამართალმა იმუშავა.

ფემინისტთა ჯგუფის წარმომადგენლების თქმით,  დღეს სახელწმიფომ ლგბტ უფლებადამცვლების დაცვის უზრუნველყოფა ვერ მოახერხა.

„მეტიც, სახელმწიფომ დაიწყო ჩვენი დევნა და შევიწროვება“,-აცხადებენ ისინი.

თბილისის  საქალაქო სასამართლოში დაკავებული ლგბტ აქტივისტების  სასამართლო პროცესი იწყება.

სასამართლოსთან დაკავებულების ინტერესების დამცველები იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics