15:14 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 16:45:03, 826 ნახვა

სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში, ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართა

ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან - AT-4 და SPG-9 საბრძოლო სროლები განახორციელეს.

საბრძოლო სროლების შემდეგ სწავლების მონაწილეებისთვის თეორიული მეცადინეობა გაიმართა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლებლობებს გაეცნენ, ამერიკელმა სამხედროებმა კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ქართველი ჯარისკაცები ასევე გაეცნენ სწავლებაში მონაწილე ამერიკული ჯავშანტექნიკის საბრძოლო შესაძლებლობებს. ქართველმა სამხედროებმა ვაზიანის აეროდრომზე მთავარი საბრძოლო ტანკის M1A2 „აბრამსის“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „M2 ბრედლის“ ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები შეისწავლეს.

ქართულ-ამერიკული სწავლება 11 მაისს გაიხსნა. „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. ქართულ-ამერიკული სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს - მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და 150 ბრიტანელი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics