00:41 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 17:30:15, 1001 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სსიპ დასაქმების სააგენტოს 2017 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და სერვისების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებას პროგრამების პროექტები მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ წარუდგინა.

„2017 წელს, სამინისტრო გეგმავს, პირველად განახორციელოს „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამას“.

ქვეპროგრამის მიზანია: პაციენტის ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის მკურნალობა (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის გზით), ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის აღდგენა/გაუმჯობესება, პაციენტისათვის ფუნქციონალური დამოუკიდებლობის მოპოვება.

ქვეპროგრამის მოსარგებლეებს წარმოდგენენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები.

დაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 5000 ლარს.

„მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს, რომლთაც ესაჭიროებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია გამოეყოფათ, ერთჯერადად 40 000 ლარი. წლის განმავლობაში დაფინანსდება 5 პაციენტი, რიგითობისა და მოცდის პრინციპის დაცვით. 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინასებს 10 000 ლარის ფარგლებში.

„ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამას, 2017 წელს, ბენეფიციარებად დაემატება ყველა შშმ პირი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები).

ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულიგეგმიური სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სრულად პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ლიმიტის ფარგლებში. (ასაკით პენსიონერებს- 10%; სხვა დანარჩენ ბენეფიციარს- 20%).

 

2016 წლისათვის პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები; ასკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვები.

სამინისტრო გეგმავს უცვლელად გააგრძელოს 2016 წელს არსებული სხვა პროგრამები“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics