09:35 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 12:12:52, 760 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ვებგვერდი აქვს

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალური ვებგვერდი www.napr.gov.ge განაახლა. 

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ამიერიდან საიტი ინფორმაციულად კიდევ უფრო დატვირთული და მომხმარებელზე ორიენტირებულია. ვებგვერდზე დაინტერესებულ პირს მარტივად შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია სააგენტოს მენეჯმენტის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, მისთვის საინტერესო სერვისებით სარგებლობის თუ სხვა მონაცემების შესახებ.
 
განახლებული ვერსია საჯარო რეესტრში შემავალი ყველა რეესტრის შესახებ ინფორმაციას აერთიანებს. აქვე თავმოყრილია საკონსულტაციო ბარათები და იმ დოკუმენტაციის დეტალური, სრული ჩამონათვალი, რომელიც მოქალქეებს ამა თუ იმ სერვისით სარგებლობისას სჭირდებათ.
 
www.napr.gov.ge-ზე განთავსებულია ყველა ის ელექტრონული პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს სასურველი მომსახურების მიღების საშუალებას საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე, სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტის დახმარებით აძლევს. www.napr.gov.ge-ს დახმარებით ონლაინ კონსულტაციის მიღებაცაა შესაძლებელი.
 
ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური ველის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი შენიშვნები, მოსაზრებები და იდეები სააგენტოს ხელმძღვანელობას მარტივად მიაწოდონ.
 
დღესდღეობით სააგენტო ყველა პოპულარულ სოციალურ ქსელზეა წარმოდგენილი და ვებსაიტის დახმარებით მათზე მარტივად გადასვლაა შესაძლებელი. სააგენტოს ოფიციალური გვერდების საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, სააგენტოს წარმომადგნლებთან ერთად იმსჯელონ, გამოხატონ თავიანთი აზრი, გააცნონ საკუთარი იდეები, გაუზიარონ მოსაზრებები და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეგახსენებთ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ამჟამად ყველა მომსახურება ელექტრონულად ხორციელდება.

ამჟამად  ვებგვერდის ინგლისურენოვან ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც სულ მალე ამოქმედდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics