2016-05-10 19:25:37, 549 ნახვა
პოლიტიკა
საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყება
საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ცესკოს თავმჯდომარესთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაცია გაიმართა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,შეხვედრაზე ისაუბრეს საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით.
„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, შეთანხმებული ვართ არჩევნების თარიღის თაობაზე და ეს არის უცვლელი - 8 ოქტომბერი. რაც შეეხება კამპანიის დაწყების გამოცდების თარიღს, მივედით კონსენსუსამდე, შევაჯერეთ პოზიციები და შევთანხმდით, რომ კონტრასიგნაცია 8 ივნისს მოხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან