19:27 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 16:45:05, 598 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20 მაისს განიხილავს

ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას 20 მაისს განიხილავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.

ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მარტში წარუდგინა.

ამჟამად ინიციატივას ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი განიხილავს. კომიტეტის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადების მხარდაჭერის შემთხვევაში, საკითხს პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. ამის შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics