16:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 13:57:47, 538 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ქართულ-ამერიკული წვრთნები არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული

„ის, რომ რუსეთიდან საფრთხეები მომდინარეობს და ამ საფრთხეებს ყველა ხედავს, არის ფაქტი“,-ასე გამოეხმაურა  პარლამენტის ვიცე სპიკერი  მანანა კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებას,  საქართველოში  ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით.

როგორც ვიცე სპიკერმა აღნიშნა, არცერთი ქვეყნის მათ შორის,  არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული  ქართულ-ამერიკული წვრთნები.

„ის, რომ რუსეთისგან საფრთხეები მომდინარეობს  და სწორედ მას აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % ოკუპირებული, ცხადია.  ის, რომ დეპუტატი და ყველა ხედავს ამ საფრთხეებს, ეს არის ფაქტი, მაგრამ მეორეს მხრივ ეს წვრთნები არავის, არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის ცხადი და მკაფიო გზავნილი, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს“,-განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საპარლამენტო  უმრავლესობის  წევრს საკუთარი აზრი და მისი გამოხატვის უფლება აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics