10:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 14:41:56, 749 ნახვა

საზოგადოება
ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება შეემატა

ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება შეემატა.

ახალი ფლიგელი დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ დაათვალიერეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკის ახალი განყოფილება  უახლესი აპარატურით აღიჭურვა.  გაიზარდა საწოლების რიცხვიც, კლინიკას ერთდროულად 90 პაციენტის მიღება შეუძლია.  

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის 270 000 ლარი დაიხარჯა.

„კლინიკა ამჟამად საპარტნიორო ფონდის მფლობელობაში და რამდენიმე წელიწადში ონკოლოგიურ ცენტრთა ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე სრულიად ახალ შენობაში გადავა. ეს იქნება კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის პირველი მოდელი“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics