17:46 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 09:49:39, 491 ნახვა

პოლიტიკა
იმერეთის გუბერნატორად გივი ჭიჭინაძე დაინიშნა

იმერეთის რეგიონის გუბერნატორად გივი ჭიჭინაძე დაინიშნა, - ახალი სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა.
ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი იმერეთის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, ზაზა მეფარიშვილს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. 
"იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა მოგვმართა ჩვენ გადადგომის მოთხოვნით.მინდა შემოგთავაზოთ ახალი გუბერნატორის კანდიდატურა. ეს გახლავთ გივი ჭიჭინაძე. ყველასთვის კარგად ცნობილი.ამჟამად გახლავთ ვაკის რაიონის გამგებელი.  ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ძალიან კარგად იმუშავა.ბოლო 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე. მინდა მადლობა გადავუხადო და ვუსურვო წარმატებები. თუ არ გაქვთ რაიმე საწინააღმდეგო, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics