|
2016-04-28 12:59:41, 1046 ნახვა
რეგიონი
ბათუმისა და ნიკოლაევის პორტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის მთავრობის დელეგაციამ ბათუმის პორტსა და ნიკოლაევის პორტს „ნიკა-ტერას" შორის ბიზნეს ფორუმის „ნიკოლაევი-ბათუმი 2016" ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, თანამშრომლობის ძირითადი მიმართულება ტვირთნაკადების პოპულარიზაცია იქნება. „ეს შეხვედრა მხოლოდ დასაწყისია. მხარეები ორ პორტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს სწავლობენ. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა უნდა გაიზარდოს. ამ მიმართულებით ყველა ქვეყანას საკუთარი სპეციფიური გამოცდილება გააჩნია და მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება. ბათუმის პორტის ხელმძღვანელობამ უკვე მიგვიწვია სტუმრად" - განაცხადა „ნიკა-ტერას" წარმომადგენელმა ალექსანდრ გაიდუმ. ამასთან, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიხელ უკლებას განცხადებით, ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობებს ამყარებს, არამედ ახალი ბიზნეს-კონტაქტების შეძენას უწყობს ხელს კონკრეტულ რეგიონებსა და ბიზნესმენებს შორის. „ნიკა-ტერა" ძალიან საინტერესეო კომპანიაა. ის თანამედროვე ტერმინალს წარმოადგენს," - აღნიშნა მიხეილ უკლებამ. ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციამ არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით საზღვაო ტერმინალი „ნიკა-ტერა" მოინახულა და მუშაობის სპეციფიკას დეტალურად გაეცნო, ასევე მოინახულა რეგიონიოს უდიდესი საინვესტიციო პროექტები. როგორც ხაბაძემ აღნიშნა, „ნიკა-ტერა“ საკმაოდ წარმატებული და სწრაფი ტემპით განვითარებადი ტერმინალია. "ნიკა-ტერა" საკმაოდ წარმატებული და სწრაფი ტემპით განვითარებადი ტერმინალია. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი პროგრესული კომპანიაა. კერძო პორტი უკეთ მუშაობს, უკეთ იმართება და ინფრასტრუქტურაც უკეთ არის განვითარებული, ბიზნეს-პროცესები გამარტივებულია. კერძო პორტი ასევე მეტადაა ორიენტირებული კლიენტზე. ვფიქრობ, რომ უკრაინაში სახელმწიფო პორტების პრივატიზება ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რადგან „ნიკა-ტერას" მსგავსი კომპანიები მზად არის მოიზიდოს გრძელვადიანი რესურსები, განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები და პროგრამები" - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. "ქვეყანაში პორტის ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე მეტად მაქსიმალური კონკურენციაა საჭირო და სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ჩართულობა. ასე განვითარდა სინგაპურისა და როტერდამის პორტები. ბათუმის პორტი ძალიან წარმატებულად იზიდავს ახალ კლიენტებს" - განაცხადა ალექსანდრ გაიდუმ. ცნობისთვის, აღსანიშნავია, რომ „ნიკა-ტერა"Group DF-ის შვილობილი კომპანიაა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)