07:33 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 18:45:12, 768 ნახვა

სამართალი
ბაღდათის გამგებელს პატიმრობა შეეფარდა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე  დაკავებულ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელ ირაკლი გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა.  ისინი ირაკლი გეგეშიძისთვის 230 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

გამოძიებას, რომელიც  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს,   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics