03:06 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 23:24:09, 744 ნახვა

საზოგადოება
კომპანია „არქი ჯგუფი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

კომპანია „არქი ჯგუფი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, დაახლოებით 20:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსში „არქი თაუერი“ საწყობში ხანძარი დაფიქსირდა.

„ხანძარს არ მოჰყოლია მსხვერპლი და არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახურების მუშაობის შედეგად, ხანძარი დროზე იქნა ლოკალიზებული.

იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ კომპანია არქი ჯგუფის ყველა სახლი აშენებულია ენერგოეფექტური და ცეცხლგამძლე  სამშენებლო ბლოკით - YTONG, ხანძარი არ გავრცელდა საწყობის გარდა სხვა პერიმეტრზე. თუმცა, კვამლიდან გამომდინარე, დაზიანდა გარე ფასადის გარკვეული ნაწილი, რომლის აღდგენასაც კომპანია უახლოეს დღეებში შეძლებს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენლები და კრიმინალისტები იკვლევენ. დამწვარია მხოლოდ საწყობში მდებარე სამშენებლო მასალა.

არ დაზიანებულა არც ერთი მაცხოვრებლის ფართი.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ არქი ჯგუფის სამშენებლო პროცესი ყველა საერთაშორისო რეკომენდირებული ნორმის დაცვით მიმდინარეობს, ენერგოეფექტიური და ცეცხლამძლე მასალებით , რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ხანძრის მასიური გავრცელების რისკი , როგორც მშენებლობის ასევე ექსპლუატაციის პერიოდში”, - ნათქვამია „არქი ჯგუფის“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics